Saturday, December 8, 2012

პროექტი

მთავარი თემა
სისხლი.სისხლის მიმოქცევა.
საწავლო საფეხური
საბაზო საფეხური  8-კლასი
მოსწავლეთა პროფილი
18-მოსწავლე.
სასწავლო  პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა.
მთავარი საკითხის აქტუალური მხარე.თემის ცოდნა, თუ როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეებში უნარ-ჩვევების განვითარებას.სისხლისა და მიმოქცევის  შესახებ მიღებული ცოდნით მოსწავლემ იქონიოს წარმოდგენა  საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ და ჯანმრთელ მოქმედებაზე.დაიცვას და გაუფრთხილდეს საკუთარ  ორგანიზმს,რაც სიცოცხლის  ხანგრძლივობის საწინდარია.
სასწავლო პროექტის  მიზნები და შედეგი.
პროექტის მიზანი და შედეგია  მოსწავლეებმა მიღებული ცოდნით განავითარონ საკუთარი ორგანიზმის მოვლა-გაფრთხილება.იზრუნოს ფიზიკურ სრულფასოვნებაზე.მიღებული პრაქტიკული გამოცდილება გამოიყენონ პრაქტიკაში.
შეფასების საგანი და პროცედურები.
მოსწავლეთა წარმატება შეფასდეს  დაკვირვებისა და  ანალიზის საფუძველზე.ინფ-იის  მოძიება,პრეზენტაცია,მსჯელობა და დავალებების შესრულებით.ჯგუფური სამუშაოს შესრულებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობა და თემის ირგვლივ ცოდნის შეჯერება.
წინასწარი ცოდნა.
თემის შესახებ მოსწავლეს  მივცეთ ინფორმაცია, გულ-სისხლძარღვთა  სისტემის დაავადების შესახებ.ანევრიზმა,ათეროსკლეროზი,ჰიპოტენზია,ჰიპერტენზია,ანემია,ლეიკემიის შესახებ.წინასწარი ცოდნა ხელსშეუწყობს თემის მიმართ ინტერესის გაღვივებას,აღნიშნული დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.

თემის ირგვლივ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია. სასურველია აუდიო-ვიდეო მასალის ინტეგრირება საინფ-იო ტექნოლოგიებთან.ტექსტის ცოდნა მისი პრაქტიკული მაგალითების ნახვა,მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.
აქტივობები,სტრატეგია.სასწავლო პროექტის მსვლელობა.
სასწავლო პროცესი და არჩეული თემა საინტერესო, რომ გახდეს კლასში შეიქმნას საინტერესო სტრატეგია.შეიქმნას რამოდენიმე ჯგუფი კლასში, იმუშაონ თემის ირგვლივ მოიძიონ მასალები  გაეცნონ ,იმსჯელონ. მიღებული დასკვნები წარმოადგინონ ჯგუფებმა, გააკეთონ პრეზენტაცია, ანალიზი თემის ირგვლივ. აზრთა გაზიარებით  მიიღონ სრული წარმოდგენა და დასახონ მიზნად საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელობისა და მისი დაცვის ფუნქცია.შეჯამეული ინფორმაციით მიიღწევა მიზანი და შედეგი.